ევროკავშირი და უკრაინა 2027 წელს 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ - Palitra News

ევროკავშირი და უკრაინა 2027 წელს 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

2026-10-02 09:05:42+04:00

ევროკომისიამ და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას იმ 45 მილიარდი ევროს გამოყოფის დაჩქარების თაობაზე, რომელიც კიევისთვის 2027 წელს არის გათვალისწინებული ევროკავშირის 90-მილიარდიანი სასესხო პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ მხარეების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

“კოორდინირებული და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, განვსაზღვრეთ უკრაინის საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების დასაფინანსებელი გზები 2026 წლისთვის. ასევე, ხელახლა დავადასტურეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ამ სახსრების დროულად გამოყოფის უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება 2027 წელს, შევთანხმდით, რომ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, სწრაფად ვიმოქმედებთ „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში 45 მილიარდი ევროს გამოყოფის მიმართულებით. ამასთანავე, დავიწყებთ მუშაობას დამატებითი საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების იდენტიფიცირებაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვა პარტნიორებმაც უნდა შეასრულონ თავიანთი ფინანსური ვალდებულებები და გააძლიერონ ძალისხმევა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც უკრაინა დგას.