როგორ აფასებენ „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობას - Palitra News

როგორ აფასებენ „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობას

2026-10-02 09:30:47+04:00

უკვე მეორე დღეა, რაც „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის შეფასება პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ პერიოდში ქვეყანას გაჭირვება, მაღალი ფასები, დემოგრაფიული პრობლემები და ემიგრაცია მოუტანა. მათივე შეფასებით, გაუარესდა ევროკავშირთან პარტნიორობის ხარისხიც. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამ შეფასებებს არ იზიარებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 14 წლის განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ეს მიღწევები მოსახლეობამ საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნო. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი მთავარ შედეგად მშვიდობის შენარჩუნებას ასახელებენ.