„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კვლავ მთავარ მოთხოვნად ასახელებს - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კვლავ მთავარ მოთხოვნად ასახელებს

2026-10-02 09:32:25+04:00

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კვლავ მთავარ მოთხოვნად ასახელებს. ოპოზიციურმა პარტიამ სწორედ ამ მოთხოვნით პარტიამ გუშინ რიყის პარკში საპროტესტო აქცია ჩაატარა. პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის თავისუფლების გარეშე „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელი იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომდევნო საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ, თუმცა კონკრეტული თარიღები ჯერ არ დასახელებულა. პარტიაში აცხადებენ, რომ იწყება პროცესი, რომლის მიზანიც მხარდამჭერების გაერთიანება და მათი კვლავ „5 ნომრის“ გარშემო შეკრება იქნება.