დიდი ბრიტანეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წოდებულ ხელისუფლებებთან დაკავშირებული პირების დასანქცირებას თბილისში დადებითად აფასებენ.
ხელისუფლების ოპონენტები და ექსპერტები ამბობენ, რომ ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ დასავლეთის მიუღებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ბრიტანეთის სანქციების ახალი პაკეტი კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებსაც შეეხო. მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა, ესენი არიან - ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.