ევროკავშირის ინიციატივამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკავშირის ინიციატივამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-10-02 09:34:45+04:00

ევროკავშირის ინიციატივამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია. ბრიუსელი უკრაინის, მოლდოვის, ალბანეთისა და მონტენეგროსთვის გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად სამოქმედო გეგმებს ამზადებს. საქართველო კი ამ ჩამონათვალში არ ფიგურირებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, მას შორდება და ხელისუფლების ოპონენტები ამაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. მათივე შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკას საქართველო საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს. ევროკავშირის ახალი მიდგომა კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივ დაახლოებასა და გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ითვალისწინებს.