მზია ამაღლობელი ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდოს მფლობელი გახდა - Palitra News

მზია ამაღლობელი ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდოს მფლობელი გახდა

2026-10-02 09:35:35+04:00

მზია ამაღლობელი ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნული პრიზი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველ ჟურნალისტს დემოკრატიისა და თავისუფლების საკითხებზე მისი საქმიანობისთვის გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ამაღლობელის ისტორიის მნიშვნელობაზე და სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჯილდო ვარშავაში ამაღლობელის სახელით ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ ჩაიბარა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას დასავლეთის მხრიდან თავისუფალი სიტყვისა და ქართველი ჟურნალისტების მხარდაჭერის ნიშნად აფასებენ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები პოლონეთის საგარეო უწყებას ამის გამო აკრიტიკებენ.