ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უფროსი თაობის მოქალაქეებს ეს დღე მიულოცეს - Palitra News

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უფროსი თაობის მოქალაქეებს ეს დღე მიულოცეს

2026-10-02 09:36:23+04:00

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უფროსი თაობის მოქალაქეებს ეს დღე მიულოცეს. ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი თბილისში, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისს“ ეწვია და ორგანიზაციის ბენეფიციარებს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. მან ასევე 97 წლის თინა გიორგობიანსა და 101 წლის ლევან ჯაშს გადასცა სამახსოვრო დოკუმენტები და საჩუქრები. ქობულეთში კი აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები 100 წლის თამარ გორჯელაძეს ესტუმრნენ. შეხვედრებზე ამომრჩევლებს საარჩევნო სერვისებსა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდეს.