საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ მესამემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. კონფერენციას ასევე დაესწრო საბერძნეთის პარლამენტის წევრი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი, მაქსიმოს ხარაკოპულოსი.