ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ფოტო პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კადრი 22 სექტემბერს, ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერებისთვის გამართულ მიღებაზეა გადაღებული. ფოტოზე კობახიძე და ტრამპი ერთმანეთს ხელს ართმევენ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ რამდენიმე წამიანი საუბარი და პროტოკოლური შეხვედრა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ნიშნავს. მათივე შეფასებით, რეალური გადატვირთვის დასადასტურებლად უფრო კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯებია საჭირო. კიდევ რას ამბობენ ამ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლები.