ევროკავშირის მიერ გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად მომზადებულ ახალ სამოქმედო გეგმებში საქართველო არ ფიგურირებს. ევროკავშირი შესაბამის გეგმებს უკრაინის, მოლდოვის, ალბანეთისა და მონტენეგროსთვის ამზადებს. ამ საკითხმა საქართველოში ახალი პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, მისგან დისტანცირდება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს. ევროკავშირის ახალი მიდგომა კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივ დაახლოებასა და გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ითვალისწინებს.