საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქემ მედიკამენტები „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოიტანა. სხვადასხვა დასახელების პრეპარატები ავტომობილის ბუნებრივი აირის ავზში მოწყობილ სპეციალურ სამალავში იყო დამალული. მათი საბაჟო ღირებულება 44 000 ლარს აჭარბებს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.