ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ და მათი ნაწილი აქციებისა და მხარდამჭერების მობილიზების გაგრძელებას აანონსებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ მოთხოვნად კვლავ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებს. ამ მოთხოვნით პარტიამ გუშინ რიყის პარკში საპროტესტო აქცია ჩაატარა. პარტიაში აცხადებენ, რომ იწყება მხარდამჭერების გაერთიანების პროცესი და ახალი საპროტესტო აქციებიც გაიმართება.
სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ოპონენტებისთვის რთული პოლიტიკური პერიოდია, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების დევნისა და პარტიების აკრძალვის მოთხოვნების გამო. თუმცა, მათი შეფასებით, ქვეყანაში ოპოზიციური მუხტი არსებობს და მისი სწორად გამოყენებაა საჭირო.