სამხრეთ კორეა უკრაინისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო. სეულის განცხადებით, ტყვეების გადაყვანის საკითხი კონფიდენციალური იყო და ინფორმაციის გამოქვეყნებამ შეთანხმება დაარღვია. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე-მიუნგი აცხადებს, რომ ბოდიშის არმიღების შემთხვევაში სეული შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს. კიევი მომხდარს დიპლომატიურ გაუგებრობად აფასებს.