შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის სანქციებზე - გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ეს გადაწყვეტილება მათი პოლიტიკის ნაწილია რუსეთთან მიმართებით და როგორ ვუთხრათ მადლობა ქვეყანას, რომელიც ჩვენთან კონსულტაციებსაც არ გადის? - Palitra News

შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის სანქციებზე - გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ეს გადაწყვეტილება მათი პოლიტიკის ნაწილია რუსეთთან მიმართებით და როგორ ვუთხრათ მადლობა ქვეყანას, რომელიც ჩვენთან კონსულტაციებსაც არ გადის?

2026-10-02 15:47:02+04:00

დიდი ბრიტანეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან დაკავშირებული პირების დასანქცირებას თბილისში დადებითად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტებისა და ექსპერტების შეფასებით, ლონდონის გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ დასავლეთის პოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენებს. სანქციების ახალი პაკეტი კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებსაც შეეხო. მათ შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა - ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.