ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტმა და მისმა მეგობარმა, სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - Palitra News

ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტმა და მისმა მეგობარმა, სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

2026-10-02 16:10:44+04:00

ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქმე ეხება სამი დღის წინ მომხდარ ფაქტს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კლინიკაში ხელის არეში არსებული მსუბუქი დაზიანებით მივიდა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულება თავდაპირველად დატოვა, თუმცა მოგვიანებით კლინიკაში მეგობართან ერთად კვლავ დაბრუნდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რასაც პერსონალზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა მოჰყვა.

სამართალდამცავებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.