„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა 2027 წლის ბიუჯეტში პენსიების უფრო მეტად გაზრდას მოითხოვს. მისი განცხადებით, მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებული რესურსი პენსიონერებისთვის პენსიების მატებას უნდა მოხმარდეს. ფარულავას მოთხოვნით, 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია 20-ის ნაცვლად 40 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის 60-ის ნაცვლად 120 ლარით უნდა გაიზარდოს. პოლიტიკოსი ასევე მოითხოვს საწვავზე აქციზის განახევრებას, რაც, მისი შეფასებით, საწვავის ფასს 30-40 თეთრით შეამცირებს. მისი თქმით, ეს მოქალაქეებს ხარჯების შემცირებასა და ფასების სტაბილურობაში დაეხმარება. განცხადებას პასუხობენ ქართულ ოცნებაში.