წარუმატებელი სიკვდილით დასჯა - პატიმარი ორი სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა - Palitra News

წარუმატებელი სიკვდილით დასჯა - პატიმარი ორი სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩა

2026-10-02 21:01:34+04:00

ნეშვილის ციხეში სიკვდილით დასჯის პროცედურამ წარუმატებლად ჩაიარა. ქრისტი პაიკი ორი დოზა სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა. პაიკი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე სამედიცინო დახმარებას იღებს. მომხდარზე გამოძიება ტენესის გუბერნატორმა დააანონსა.