ქრისტიანობის 1700 წლისთავი - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - Palitra News

ქრისტიანობის 1700 წლისთავი - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2026-10-02 21:02:43+04:00

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიხეილ ყაველაშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ მესამემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. კონფერენციას ასევე დაესწრო საბერძნეთის პარლამენტის წევრი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი, მაქსიმოს ხარაკოპულოსი.