გიორგი დავითაძის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო ძალადობის შესახებ განცხადებას ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებენ.ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამის რეაგირებას ითხოვენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, უცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს ობიექტური გამოძიება, რომლის დასრულებამდეც ყველა მონაწილე პირს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. მათი თქმით, პატიმრის უსაფრთხოებაზე კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. მმართველი გუნდი კი - პატიმრის ბრალდებას სიცრუედ და დეზინფორმაციად აფასებს. ხელისუფლების მტკიცებით, ციხეებში ყველაფერი ისეა, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ამიტომ ამგვარი კამპანია ვერ იმუშავებს.