უკრაინული მედია - რუსებმა კიევში ჩრდილოეთის ხიდს დაარტყეს - Palitra News

უკრაინული მედია - რუსებმა კიევში ჩრდილოეთის ხიდს დაარტყეს

2026-10-03 11:39:40+04:00

რუსებმა კიევში ჩრდილოეთის ხიდს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქში რეაქტიული დრონებით ჩრდილოეთის ხიდს დაარტყეს, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს.

ჩრდილოეთის ხიდზე დარტყმა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა.

„ჩრდილოეთის ხიდზე დაზიანდა გზის საფარი და ტროლეიბუსის საკონტაქტო ქსელი. ხიდზე მოძრაობა მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროსკენ დროებით გადაკეტილია“, - აცხადებს კლიჩკო.