მედია - მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები აფეთქდა - Palitra News

მედია - მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები აფეთქდა

2026-10-03 12:43:39+04:00

მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები აფეთქდა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა დრონმა დაარღვია.

კაუშანის, შტეფან-ვოდეს, ანენი-ნოისა და ჰინჩეშტის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმოდა.

მოლდოვის თავდაცვის უწყებამ აღნიშნული რეგიონების მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.