ტრამპთან შეხვედრა და ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა - რას ითხოვს ოპოზიცია - Palitra News

ტრამპთან შეხვედრა და ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა - რას ითხოვს ოპოზიცია

2026-10-03 13:26:24+04:00

ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის ერთობლივმა ფოტომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე პოლიტიკური დისკუსია კვლავ გააქტიურა. მმართველი გუნდი შეხვედრას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ოპოზიციის შეფასებით კი, ურთიერთობების რეალურ გადატვირთვაზე საუბარი ნაადრევია. მათი მოთხოვნებია პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა გათავისუფლება, დემოკრატიული კანონების მიღება და ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება.