გურამ დადიანიძის საქმე - ადვოკატი სისტემური დანაშაულის ნიშნებსა და ახალი საქმეების გახსნაზე საუბრობს - Palitra News

გურამ დადიანიძის საქმე - ადვოკატი სისტემური დანაშაულის ნიშნებსა და ახალი საქმეების გახსნაზე საუბრობს

2026-10-03 13:32:33+04:00

გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებამ შესაძლოა სხვა საქმეების გახსნასაც შეუწყოს ხელი, - ამის შესახებ ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, გამოძიების ფარგლებში შესაძლოა სისტემური დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს. კაკაბაძე ამბობს, რომ სახელმწიფოსგან საქმის სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს და ამ პროცესში ბოლომდე ბრძოლას აპირებს. მისივე თქმით, თუ გამოძიება შეჩერდება ან შეფერხდება, ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვასაც არ გამორიცხავს.