საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B2 ჯგუფში უნგრეთთან სტუმრად 0:1 წააგო. ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ მასპინძლებმა ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს. ლუკა ლოჩოშვილის გადაცემის ჩაჭრის შემდეგ უნგრელებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, რომელიც მილოშ კერკეზმა თავური დარტყმით დაასრულა. რამაზ სვანაძემ წინა შეხვედრასთან შედარებით ერთი ცვლილება განახორციელა - მან გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად ირაკლი ეგოიანი ათამაშა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.