საფრანგეთში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 5000 ადამიანი დააკავეს - Palitra News

საფრანგეთში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 5000 ადამიანი დააკავეს

2026-10-03 14:22:09+04:00

საფრანგეთში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 5000 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ ორშაბათის შემდეგ პოლიციამ სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 5000 ადამიანი დააკავა. მათ შორის, პოლიციამ ხუთშაბათს 1954 ადამიანი, ხოლო პარასკევს - 1747 დააკავა.

მინისტრის ცნობით, დაკავებულთაგან უმეტესობა არასრულწლოვანია.

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში სამართალდამცველებმა მოსწავლეებთან დაპირისპირებისას ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პოლიციასა და მოსწავლეებს შორის შეტაკებების გამო პარასკევს 400 სკოლა დაიხურა.

საფრანგეთის განათლების მინისტრის ედუარდ ჟეფრეის ინფორმაციით, არეულობის დროს სკოლების 65 თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის 40 სკოლის დირექტორი.

ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.