დასავლელი დიპლომატები უკრაინაში საელჩოების ლვოვსა და პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადატანის გეგმას განიხილავენ. ამის შესახებ „გარდიანი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. საუბარია სცენარზე, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობები შესაძლოა კიევიდან გადაიტანონ, თუ რუსეთი დიპლომატიურ ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს დაიწყებს. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დიპლომატები კიევში დარჩენას გეგმავენ. მათი შეფასებით, დედაქალაქის დატოვებამ შესაძლოა მოსკოვისთვის პროპაგანდისტული ეფექტი შექმნას და უკრაინის დატოვების შთაბეჭდილება გააჩინოს.