საქართველოში მოქმედი 4 გერმანული პოლიტიკური ფონდი საქმიანობის დროებით შეჩერების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ელჩის განცხადებით, ფონდების საქმიანობაზე გავლენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებმა იქონია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს დასავლური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს უკუსვლის კიდევ ერთი დასტურია.