ირაკლი კირცხალია - დღევანდელმა დღემ აჩვენა, რატომ იყო საჭირო კონკრეტული პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შეტანა - Palitra News

ირაკლი კირცხალია - დღევანდელმა დღემ აჩვენა, რატომ იყო საჭირო კონკრეტული პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შეტანა

2026-10-03 20:07:36+04:00

შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში - ეს მიუთითებს ერთს, რომ რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც არჩევნებში რეალურად პოლიტიკური პარტიები და რეალურად ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და არა ოპოზიცია რომელიც თავისი ქვეყნის ოპოზიციაში დგას და იმ პირობებში, როცა დავალება არ აქვთ და დავალება ვერ აქვთ თავიანთი რესურსის და ყველა იმ ჩაფლავებული რევოლუციური სცენარების გამო, ვხედავთ რომ ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც 4 მუნიციპალიტეტში - დმანისში, წალკაში, ვანსა და ახმეტაში მიმდინარე შუალედური არჩევნები შეაფასა.

კირცხალიას თქმით, დღევანდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რატომ იყო საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანა.