ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება რეგიონებში გრძელდება - Palitra News

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება რეგიონებში გრძელდება

2026-10-03 20:10:38+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ამასთანავე მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.