სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათი თქმით, მსჯავრდებული თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. უწყების ცნობით, გამოძიებისთვის მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა.