გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მამაკაცი მოკლეს - Palitra News

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მამაკაცი მოკლეს

2026-10-05 09:23:29+04:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს დანით ჭრილობა მიაყენეს და ის ადგილზე დაიღუპა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინციდენტის ადგილიდან ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.