„თბილისობის დღესასწაულზე“ თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2026 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო 32 პირს გადაეცა, მათ შორის, გია მურღულიას, ივანე კუზანოვს, კირა ანდრონიკაშვილს, ბესარიონ დოჭვირსა და სხვებს.