საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო სკოლების ამჟამინდელი ვითარება, ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.