რუსეთის ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება. გარდაიცვალა 28 წლის ქალი, რომელიც ირკუტსკის ანტიჭირის ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა და, გავრცელებული ინფორმაციით, საშიში ბაქტერიის შემცველი სინჯარის გატეხვის შემდეგ შეუძლოდ გახდა. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინო ზომები დაწესდა, თუმცა რუსეთის ჯანდაცვის უწყება შავი ჭირის ეპიდემიას არ ადასტურებს და ქალის გარდაცვალების მიზეზად ამ ეტაპზე უცნობი წარმოშობის პნევმონიას ასახელებს.