გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. ერთი წლის წინ პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს „ქართულ ოცნებაში“ არშემდგარ დამხობად აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერს არა მხოლოდ ძალადობრივი გეგმა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის იდეაც დამარცხდა. მათი შეფასებით, ეს პროცესი უცხოურ მხარდაჭერასაც უკავშირდებოდა. ოპოზიციურ სპექტრში კი ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე განსხვავებული შეფასებები აქვთ. მხარეთა პოზიციებს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.