სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 1 მილიონ 700 ათას ლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ დაახლოებით 8 კილოგრამი ოქროს საიუველირო ნაწარმი ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში მოწყობილ სამალავში დამალა. გამოძიება გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.