რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო თითქმის 200 ადამიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რჩება. ირკუტსკის ოლქში 28 წლის ლაბორანტის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე საავადმყოფოში საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. შეველეხოვში ერთ-ერთ მსხვილ საწარმოში თანამშრომლებისთვის ნიღბების ტარებაც სავალდებულო გახდა. რუსეთის შესაბამისი სამსახური შავი ჭირის გავრცელებას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ გარდაცვლილ ქალს უცნობი წარმოშობის პნევმონია ჰქონდა. შემთხვევას აშშ-იც აკვირდება და მოსკოვს ინფორმაციის სწრაფად გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.