საფრანგეთში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება — 500-მდე სკოლა დაიხურა - Palitra News

საფრანგეთში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება — 500-მდე სკოლა დაიხურა

2026-10-05 12:39:32+04:00

საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება და უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს ქვეყანაში 400-დან 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დაიხურა. აქციები თავდაპირველად პარიზის რეგიონში დაიწყო, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. რამდენიმე შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელისუფლების ცნობით, მოძრაობის დაწყებიდან 24 სკოლა დაზიანდა ან გაძარცვეს, დაშავდა ათობით განათლების სფეროს თანამშრომელი. მოსწავლეები უკეთეს პირობებს, დამატებით რესურსებსა და პერსონალის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.