გიორგი დავითაძის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მცირე ზომის საგნების გადაყლაპვის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული 2 დღის განმავლობაში მე-6 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და დავითაძესა და კიდევ 3 პატიმარს შეხვდნენ. აპარატის ცნობით, დავითაძემ რამდენიმე საგნის გადაყლაპვა დაადასტურა, თუმცა შეხვედრისას თავს კარგად გრძნობდა და კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდა. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მან საგნები დემონსტრაციულად გადაყლაპა და ძალადობის ბრალდებას უარყოფს.