საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გამოძიების პროცესში, გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა იგეგმებოდა, მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია - Palitra News

საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გამოძიების პროცესში, გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა იგეგმებოდა, მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია

2026-10-05 13:45:49+04:00

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებში გამოძიების პროცესში, გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა იგეგმებოდა, მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტის პარლამენტიდან გატანის თაობაზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

აღნიშნული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს 2021 წელს წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებები და შესაბამისად, პასუხისმგებლობები იმიჯნებოდა. როგორც მთავრობა განმარტავდა, გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლი გააქტიურდებოდა, ხოლო პროკურორი საპროცესო ზედამხედველობის ფუნქციას შეინარჩუნებდა.