შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ტანზანიაში გაემგზავრა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ტანზანიაში გაემგზავრა

2026-10-05 14:18:50+04:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის ქალაქ არუშაში გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.