ALDE საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვს - რას აცხადებენ მმართველ გუნდში - Palitra News

ALDE საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვს - რას აცხადებენ მმართველ გუნდში

2026-10-05 15:10:39+04:00

ALDE ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ევროპელი ლიბერალების შეფასებით, სანქციები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებს უნდა შეეხოთ. ALDE-ის წერილში საუბარია „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ მიერ თბილისში ოფისის დახურვაზეც, რაშიც ორგანიზაცია პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ALDE-ის წერილსა და სანქციებს მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ სანქციები ხელისუფლებაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.