გაიზრდება თუ არა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია? ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში საქართველოს 4 მოქალაქე - ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, პაატა აბულაძე და რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, მამუკა ფიფია მოხვდნენ. ამ სიაშია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მარატ კამბოლოვიც. ლონდონის გადაწყვეტილებას თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.