საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ზოგიერთ მსჯავრდებულთან მოლაპარაკებები დასრულებულია და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ მსჯავრდებულები გადაწყვეტენ საპროცესო შეთანხმების დადებას, პროკურატურა ყველა განცხადებას განიხილავს.
„სასამართლო პროცესების პარალელურად, ზოგიერთ მსჯავრდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ზოგიერთ მათგანთან უშუალოდ დასრულებულიც კი არის და რამდენიმე ტექნიკური დეტალია დასაზუსტებელი.
მოლაპარაკების პროცესზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან კონფიდენციალურია, თუმცა რამდენიმე მათგანს მომართული აქვს და განვიხილეთ, ზოგიერთთან დეტალებია დასაზუსტებელი, ზოგიერთთან კი ისევ განხილვის ეტაპზე ვართ.
არაერთმა მომართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მომართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.
ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.