რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე და როდის იგეგმება სამმხრივი შეხვედრა ომში მყოფი მხარეებისა და აშშ-ის დელეგაციას შორის - Palitra News

რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე და როდის იგეგმება სამმხრივი შეხვედრა ომში მყოფი მხარეებისა და აშშ-ის დელეგაციას შორის

2026-10-05 20:23:29+04:00

უკრაინაში ომის სამხედრო და დიპლომატიური ფრონტი ერთდროულად აქტიურდება. რუსეთის მორიგ მასშტაბურ საჰაერო იერიშს უკრაინის მიმართულებით ახალი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა, მაშინ როცა ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს ოქტომბრის ბოლომდე სამმხრივი შეხვედრისკენ უბიძგებს. ამავდროულად, კიევში ჩავიდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელმაც უკრაინას ახალი სამხედრო და ენერგეტიკული დახმარება ჩაუტანა. ომის ინტენსიფიკაციის ფონზე, დიპლომატიისთვის ახალი ფანჯრის გახსნის მცდელობა იწყება