საქართველოს პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგშია - Palitra News

საქართველოს პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგშია

2026-10-06 09:51:40+04:00

საქართველოს პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგშია. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს იმსჯელებენ, 8 ოქტომბერს კი ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციას კენჭს უყრიან.

საკითხი პოლიტიკურ უფლებებსა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება ვინაიდან ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე აქვს მოთხოვნილი რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვა. ოპოზიციისთვის დებატი და კენჭისყრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინაიდან მათი შეფასებით, ევროპარლამენტის მხრიდან პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები ევროპული ინსტიტუტების ყურადღების ცენტრშია.