რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას აშშ და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან - Palitra News

რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას აშშ და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან

2026-10-06 09:51:57+04:00

რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას აშშ და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან. ირკუტსკის ანტიჭირის კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ქალის გარდაცვალების შემდეგ მისი კონტაქტები სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოაქციეს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება შავი ჭირის დიაგნოზს არ ადასტურებს და გარდაცვალების მიზეზად უცნობი წარმოშობის პნევმონიას ასახელებს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ რუსეთს დახმარებას გაუწევს, ევროკომისია კი ვითარებას ძალიან ყურადღებით აკვირდება და აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციისთვის მზად არის.