მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას მართავს. ოჯახი საქმეში ომბუდსმენის ჩართულობასა და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. გიორგი დავითაძე ბადრაგის თანამშრომელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან პროტესტის ნიშნად, სამი უცხო საგანი გადაყლაპა და მკურნალობაზეც უარი განაცხადა.