პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში მოექცა - როდისაა მსჯელობა დაგეგმილი - Palitra News

პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში მოექცა - როდისაა მსჯელობა დაგეგმილი

2026-10-06 12:52:05+04:00

პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში მოექცა - საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს იმსჯელებენ, 8 ოქტომბერს კი ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციას კენჭს უყრიან.

საკითხი პოლიტიკურ უფლებებსა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება ვინაიდან ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე აქვს მოთხოვნილი რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვა.