ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - Palitra News

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2026-10-06 12:56:44+04:00

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია -„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. კონფერენცია პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების, ინოვაციებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.